კითხვარი პროექტის შესახებ: იხილეთ აქ
დაბინძურებულია არამარტო ჰაერი, არამედ ქიმიკატებით გაჯერებულია წყალი და ნიადაგი. ეს უკანასკნელი პრობლემა დღითი-დღე, წლიდან წლამდე იზრდება. 1950 წლის შემდეგ დედამიწაზე 140 ათასზე მეტი ახალი, სინთეტური ქიმიკატი და პესტიციდი შეიქმნა. აქედან სულ ცოტა, 5 ათასი გარემოში უკვე ფართოდაა გავრცელებული და შესაბამისად, ადამიანთან მჭიდრო და ხანგრძლივი შეხება აქვს.
წყარო
გლობალური დაბინძურება საფრთხეს უქმნის მთლიანად დედამიწის სიჯანსაღეს, ანგრევს მის ეკოსისტემას და ხელს უწყობს კლიმატურ ცვლილებებს. ინდუსტრიულ და საავტომობილო გამონაბოლქვთან ერთად, ერთ-ერთ ყველაზე დიდ დამბინძურებლად ქვანახშირის მოპოვება ითვლება.
წყარო
კითხვარის შედეგები
ჩემი ჩატარებული კითხვარის შემდეგ გავანალიზე და გავიდე, რომ დღევანდელი ადამიანები ყურადღებიანი არიან ბუნების მიმართ, ასევე მათთვის ეს თემა აქტუალურია. კითხვარში მონაწილეობდნენ როგორც ქალები(50%), ასევე კაცები(50%). მათი აზრით უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ დავიცვათ ბუნება დაბინძურებისგან. უმეტესობა(60%) ფიქრობს, რომ მოსახლეობის 50% იცავს გარემოს. მათი აზრით დღეს გარემოს უფრო მეტად აბინძურებს ის ქვეყნები, რომელიც მეტად არის განვითარებული. მაგალითად, ჩინეთი. დღეს ჩინეთის ეკონომიკა არის ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული ქვეყანა. ჩემი აზრით ჩინეთის განვითარება ყველაზე მეტად ზიანს აყენებს მსოფლიო ბუნების დაცვის ინტერესებს. 2020 წელი ჩვენთვის იყო საშინელი ვირუსის დასაწყისი. ამის ძირითადი მიზეზი, რა თქმა უნდა, არის მისი უყურადღებობა ბუნების, ასევე ცხოველების მიმართ.
No comments:
Post a Comment